სოფელ აღაიანში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო განმარტავს, რომ 7 მარტს საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა გადამოწმების მიზნით, სოფელ ციხისძირში მოძრავ ავტომობილს გაჩერებისკენ მოუწოდა, თუმცა მძღოლმა დიდი სიჩქარით განაგრძო მოძრაობა სოფელ აღაიანის მიმართულებით, რის გამოც საპატრულო ეკიპაჟი კანონდამრღვევ ავტომობილს უკან გაჰყვა. უწყების ინფორმაციითვე, „KIA”-ს მარკის ავტომობილის სახელმწიფო ნომრის იდენტიფიცირებისთანავე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი ჩამოშორდა კანონდამრღვევ ავტომობილს. […] Source