ავსტრალიამ აბუ-დაბისა და თელ-ავივში საელჩოები, ასევე დუბაიში საკონსულო დახურა, – ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა პენი ვონგმა განაცხადა. მისი თქმით, სულ მცირე ცხრა ქალაქში, სადაც ავსტრალიის საელჩოები და საკონსულოებია განთავსებული, სარაკეტო და დრონებით თავდასხმები განხორციელდა. „ირანის საპასუხო თავდასხმები გრძელდება ისეთი მასშტაბით და სიღრმით, როგორიც აქამდე არ გვინახავს“, – განაცხადა ავსტრალიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ქვეყნის პარლამენტში საუბრისას. […]