1-ელი მაისიდან ვენახის სამეწარმეო მიზნით გაშენებაზე ნებართვა დაგჭირდებათ – რას ველოდოთ ახალი რეგულაციისგან?

თუ ვენახის სამეწარმეო მიზნით გაშენება გსურთ, ანუ მისი მოსავლის გაყიდვა გაქვთ გადაწყვეტილი, ამისთვის მთავრობისგან ნებართვის აღება მოგიწევთ. ხელისუფლებაში ირწმუნებიან, რომ ეს რეგულაცია ხარისხიანი ღვინის წარმოებას ხელს შეუწყობს. „ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებით ვენახის გაშენებაზე თანხმობას ღვინის ეროვნული სააგენტო გასცემს. ეს ნიშნავს, რომ სააგენტო, რომელსაც აქამდე მხოლოდ მაკონტროლებელის ფუნქცია ჰქონდა, ახლა ბაზარზე დაშვების მარეგულირებელიც […]