ბათუმის საქალაქო სასამართლომ აჭარის კულტურის სამინისტროს აჭარის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში ახალი დირექტორის დანიშვნა აუკრძალა. ინფორმაციას ამის შესახებ, უფლებათა დაცვის საერთაშორისო ცენტრის (ICFRP) „მართლმსაჯულების სამსახური“ ავრცელებს. სწორედ ამ ორგანიზაციას მიმართა ყოფილმა დირექტორმა საკუთარი უფლებების დასაცავად. როგორც უფლებათა დაცვის საერთაშორისო ცენტრის განცხადებაშია ნათქვამი, მათ „გადაუდებელი უზრუნველყოფის ღონისძიების“ გამოყენების შუამდგომლობით ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიმართეს, სასამართლომ კი გადაწყვეტილება გამოიტანა. […] The post აჭარის კულტურის სამინისტროს მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში დირექტორის დანიშვნა აუკრძალეს appeared first on Batumelebi .