ეკონომიკის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, რომეო მიქაუტაძეს 10-წლიანი პატიმრობა და ქონების ჩამორთმევა მიესაჯა

მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა ეკონომიკის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, რომეო მიქაუტაძეს 10-წლიანი პატიმრობა და ქონების ჩამორთმევა მიუსაჯა. მიქაუტაძეს ესპანეთში და მცხეთაში უძრავი ქონება, მის მეუღლის სახელზე დარეგისტრირებული 3 მანქანა — "Mercedes-Benz", "RANGE ROVER" და "Lexus" ჩამოერთვა. განაჩენის გამოცხადებას ბრალდებული არ დაესწრო. ოცნების ყოფილი მაღალჩინოსანის ადვოკატების ინფორმაციით, განაჩენს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.  რადიო თავისუფლების ინფორმაციით, მიქაუტაძემ დასკვნით სასამართლოზე ...