შესაძლოა, მეცნიერებმა მთვარის ძლიერი მაგნეტიზმის საიდუმლო ამოხსნეს

Apollo-ს მისიების დროს მთვარიდან დედამიწაზე ჩამოტანილ ქვებში ძლიერი მაგნიტური ველის კვალია და ის თავად ჩვენი პლანეტისასაც უტოლდება ან აღემატება. მაინც რა იყო ასეთი მაგნეტიზმის წყარო? შესაძლოა, მეცნიერებმა ამ კითხვაზე პასუხი იპოვეს. მთვარე დედამიწაზე მცირე ზომისაა, ამიტომ მისნაირი შიდა ენერგია და ბირთვის დინამიკა არ გააჩნია. სწორედ ეს ორი რამაა მაგნიტური ველის განმაპირობებელი. ...