ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ კანონში ცვლილებას. კანონპროექტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ვებსაიტებისა და აპლიკაციების მისაწვდომობის საკითხს ეხება. მომხსენებელმა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა სხდომის მონაწილეებს კანონპროექტში პირველი მოსმენის შემდეგ შესული ცვლილებები გააცნო, რომლებიც, მათ შორის, ტერმინთა განმარტებებსა და ვადებს შეეხებოდა. „კანონპროექტთან […] Source