პარლამენტში ინიცირებულია მმართველი გუნდის ინიციატივა, რომლითაც 6 წელზე მეტი ხნის ავტომობილების განბაჟების საფასური ძვირდება. მსუბუქი ავტომობილების დაბეგვრის წესის ცვლილება “საგადასახადო კოდექსში“ აისახება. მასთან ერთად ცვლილება “საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ კანონში შედის. ორივე პროექტი პარლამენტს უკვე წარედგინა და მას დაჩქარებული წესით განიხილავენ. პროექტის მიხედვით, აქციზის განაკვეთი 0-დან 6 წლის ჩათვლით ასაკის ავტომობილებისთვის განისაზღვრება ძრავის მოცულობის 1სმ3-ზე 1.5 […]