ირაკლი კობახიძე „ოპოზიციის ალიანსის“ განცხადებაზე – ეს არის კრიმინალების განცხადება

ეს არის კრიმინალების განცხადება – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც „ოპოზიციის ალიანსის“განცხადებას გამოეხმაურა, სადაც საზოგადოებას კონკრეტული ინიციატივები გააცნეს, რა მიმართულებითაც იმუშავებენ. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპოზიციის გაერთიანებას არავითარი ფასი არ აქვს, რადგან „მთლიანად დისკრედიტირებულია“. „თქვენ იცით, რით გამოირჩეოდნენ ეს ადამიანები, როდესაც იყვნენ ხელისუფლებაში და რით გამოირჩევიან ახლა, როდესაც არიან ოპოზიციაში. როდესაც საუბარია ძალადობაზე, თქვენ გახსოვთ მათი ძალადობა მედიასაშუალებებზე, […]