“კორუფციასთან დაკავშირებით გაკეთდა განაცხადი, როდესაც ბატონი ბიძინა ივანიშვილი დაბრუნდა პოლიტიკაში, სწორედ იმის გამო, რომ ამ ადამიანმა დაინახა კონკრეტული პრობლემები, გადაწყვიტა პოლიტიკაში დაბრუნება, მე პირადად მივიღე ეს, როგორც მკაფიო მინიშნება იმასთან დაკავშირებით, რომ განსაკუთრებული ზომები უნდა ყოფილიყო მიღებული კორუფციის წინააღმდეგ”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განუცხადა. პრემიერის თქმით, საზოგადოება ხედავს მკაფიო შედეგებს, არა მარტო კორუფციის წინააღმდეგ, არამედ ორგანიზებული დანაშაულის, ნარკოდანაშაულის, სხვადასხვა კატეგორიის დანაშაულის წინააღმდეგ და ეს პროცესი გაგრძელდება. „კორუფციასთან დაკავშირებით […] Source