იერუსალიმში, ქნესეთის მახლობლად, ეროვნულ ბიბლიოთეკასთან, რაკეტის ნამსხვრევები ჩამოვარდა. გავრცელებული ცნობით, შემთხვევის შედეგად დაშავებულია ერთი ადამიანი. როგორც ცნობილია, რაკეტის ფრაგმენტები ჩამოვარდა ქნესეთთან ახლოსაც. ხელისუფლება მოსახლეობას მოუწოდებს, არ მიუახლოვდნენ რაკეტის ნამსხვრევებს და მათი აღმოჩენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობონ შესაბამის სამსახურებს. Source