The Times of Israel-ის ინფორმაციით, „ჰეზბოლას“ სარაკეტო იერიშის შედეგად ჩრდილოეთ ისრაელში 6 ადამიანი დაშავდა. ისრაელის „მაგენ დავიდ ადომის“ სასწრაფო დახმარების სამსახურის ცნობით, „ჰეზბოლას“ მიერ ლიბანიდან გაშვებული რაკეტა ქალაქ ნაჰარიაში ჩამოვარდა. ექიმების ინფორმაციით, დაშავებულების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. რაკეტის ჩამოვარდნის შემდეგ ჩრდილოეთ ისრაელში ხანძარი გაჩნდა. Source