პრემიერ-მინისტრს „საქსტატის“ აღმასრულებელი დირექტორისა და საბჭოს წევრების თანამდებობაზე დანიშვნა პარლამენტის თანხმობის გარეშე შეეძლება

ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის, რომლის მიხედვითაც, პრემიერ-მინისტრს „საქსტატის“ აღმასრულებელი დირექტორისა და საბჭოს წევრების თანამდებობაზე დანიშვნა პარლამენტის თანხმობის გარეშე შეეძლება. ცვლილებების ავტორები უმრავლესობის წევრები არიან, ისინი ინიციატივის დაჩქარებული წესით განხილვას ითხოვენ. კანონპროექტში აღნიშნულია, რომ „საქსტატის“ აღმასრულებელ დირექტორს თანამდებობაზე დანიშნავს და გაათავისუფლებს პრემიერ-მინისტრი. იგივე პრინციპი გავრცელდება „საქსტატის” საბჭოს წევრების დანიშვნასთან დაკავშირებით. პროექტში დაკონკრეტებულია ისიც, რომ […] Source