ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას 26 წლის ბიჭი ემსხვერპლა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას 26 წლის ბიჭი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა “ფორდის” მარკის მიკროავტობუსით გადაადგილდებოდა, რა დროსაც, სავარაუდოდ, საჭე ვერ დაიმორჩილა, მოცურდა და გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. ახალგაზრდა კაცი თავის არეში მიყენებული ტრავმებით შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება. Source