ავტომობილების განბაჟებასთან დაკავშირებით ცვლილებებს, პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს

მთავრობის მიერ მომზადებულ ცვლილებებს, რომელიც ექვს წელზე მეტი ხნის ავტომობილების განბაჟებას ეხება, პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს. პროექტის ინიცირება დღეს მოხდა, საკანონმდებლო ორგანოში მასზე მსჯელობა კი, ხვალ დაიწყება. პროექტში აღნიშნულია, რომ აქციზის განაკვეთი 0-დან 6 წლის ჩათვლით ასაკის ავტომობილებისთვის განისაზღვრება ძრავის მოცულობის 1სმ3-ზე 1.5 ლარის ოდენობით, ხოლო 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილებისთვის 1სმ3-ზე 4.5 ლარის ოდენობით. […] Source