„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პასუხობს კობახიძისა და პაპუაშვილის ბრალდებებს „ინტერესთა კონფლიქტზე“

„ქართული ოცნების“ ლიდერები ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებული კრიტიკული ანგარიშის ავტორს, პოლონელ ექსპერტ პატრიცია გრჟებიკს პოლონეთის მთავრობასთან კავშირსა და ინტერესთა კონფლიქტში ადანაშაულებენ. პასუხად პროფესორი პატრიცია გრჟებიკი რადიო თავისუფლებასთან კომენტარში აცხადებს, რომ იგი „სრულიად დამოუკიდებელი“ იყო ანგარიშის მომზადებისას. „უცნაურია ჩემი საკმაოდ დიდი გამოცდილების ჩემს წინააღმდეგ გამოყენება“, – ამბობს ის და დასძენს, რომ საქართველოს ხელისუფლება იცნობდა მის […]