შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 78 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გაძევებულ იქნა: აზერბაიჯანის, ბელორუსის, გერმანიის, ეგვიპტის, ზიმბაბვეს, თურქეთის, თურქმენეთის, იემენის, ინდოეთის, კონგოს, ნიგერიის, რუსეთის, სამხრეთ აფრიკის, სომხეთის, ყირგიზეთისა და ჩინეთის – ჯამში 78 მოქალაქე. […] Source