უჩა ნანუაშვილი სუს-ში დაიბარეს

ყოფილი სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი სუს-ში დაიბარეს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს. როგორც უფლებადამცველი განმარტავს, მისი უწყებაში დაბარების მიზეზი ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ექსპერტთან კომუნიკაციაა. "სუს-მა უფლებადამცველების დევნა განაახლა!გუშინ საღამოს დამირეკა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებელმა, დაბარებული ვარ ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ექსპერტთან კომუნიკაციის საკითხზე, როგორც მივხვდი, ტელეეთერით დავით ქაცარავამ გახსენათო. ეუთოს ექსპერტთან კომუნიკაცია თურმე ...