ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის ახალი დაკვირვებების მიხედვით, შეიძლება ვარსკვლავთაშორისი კომეტა 3I/ATLAS იმაზე ძველი ობიექტი იყოს, ვიდრე აქამდე მიგვაჩნდა. მის სავარაუდო ასაკად დაახლოებით 10-12 მილიარდი წელი განიხილება (შედარებისთვის, სამყარო 13.8 მილიარდი წლისაა), წარმოქმნის ადგილად კი — ჩვენი გალაქტიკის ცივი და შორეული რეგიონი. ამის შესახებ კვლევა არარეფერირებად პლატფორმა Research Square-ზე გამოქვეყნდა და რეცენზირების ...