მიხეილ სარჯველაძე პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე: რაიმე არსებით გაუმჯობესებაზე, ან გაუარესებაზე საუბარი არ არის

ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ კავკასიის მედიცინის ცენტრში ჟურნალისტებს საქართველოს პატრიარქის, ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა. მისი თქმით, ამ დროისთვის პატრიარქის მდგომარეობა არსებითი დინამიკის გარეშეა. სარჯველაძე ამბობს, რომ კვლავ არის გარკვეული ცვლილებები ცალკეული მიმართულებით და ცვლადების მიხედვით, თუმცა რაიმე არსებით გაუმჯობესებაზე, ან გაუარესებაზე საუბარი არ არის. სარჯველაძის განცხადებით, ექიმები მუდმივად აკვირდებიან ყველა მონაცემს, სად […] Source