სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II “კავკასიის მედიცინის ცენტრიდან” საპატრიარქოში გადაასვენეს. ინფორმაცია ჟურნალისტებს არქიდიაკონმა დემეტრე დავითაშვილმა დაუდასტურა. მისი თქმით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, რამდენიმე საათში სამების საკათედრო ტაძარში დაასვენებენ. კავკასიის მედიცინის ცენტრთან და საპატრიარქოსთან მოქალაქეები მას შემდეგ მივიდნენ, რაც გავრცელდა ინფორმაცია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების შესახებ. Source