„ღრმა მწუხარებით მივიღეთ ცნობა ამა სოფლიდან ჩვენი ქრისტესმიერი საყვარელი ძმის, ნეტარხსენებული სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გასვლის შესახებ. იგი იყო თანამედროვე მართლმადიდებლობის ღირსშესანიშნავი პიროვნება და რწმენის მტკიცე აღმსარებელი, რომელიც სიბრძნით მწყემსავდა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას როგორც განსაცდელის, ისე განახლების პერიოდში. რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრების, სამღვდელოებისა და მრევლის სახელით, ვუსამძიმრებთ წმინდა სინოდის წევრებსა და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ […]