მეუფე იობი – პატრიარქმა ახლობლებთან დატოვა სიონის ტაძარში დაკრძალვის სურვილი – გადაწყვეტილება პატრიარქის სურვილისამებრ იქნა მიღებული

პატრიარქი იყო სიყვარულის პატრიარქი, – ამის შესახებ რუის-ურბნისის მიტროპოლიტმა მეუფე იობმა საპატრიარქოსთან წმინდა სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მეუფე იობის თქმით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ახლობლებთან დატოვა სურვილი, რომ სიონის საკათედრო ტაძარში მომხდარიყო მისი დაკრძალვა და შესაბამისი გადაწყვეტილება სინოდის სხდომაზე ამიტომ მიიღეს. „დაკრძალვა იქნება კვირას, სიონის საკათედრო ტაძარში, პატრიარქის სურვილისამებრ. […]