საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II საპატრიარქოდან გამოასვენეს. უწმინდესის გამოსვენებას საპატრიარქოსთან ელოდებოდნენ სასულიერო პირები. ასევე ადგილზე შეკრებილია მრევლი. პროცესიას წინ მიუძღვებიან სტიქაროსნები, რომელთაც ხელში ჯვრები და დროშები უჭირავთ. ადგილზე არიან, ასევე, სხვადასხვა იერარქიის სასულიერო პირები, მონაზვნები და ჩოხოსნები. ამ წუთებში საპატრიარქოდან სამების საპატრიარქო ტაძრისკენ ფეხით მსვლელობა მიმდინარეობს. უწმინდესის ცხედარს სწორედ სამებაში დაასვენებენ, სადაც სამოქალაქო […]