ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო ილია მეორის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. „მთელი ცხოვრების განმავლობაში ქართველი ხალხის მიმართ მისი ერთგულება და სულიერი მსახურება განუზომელია და ეს ხალხს დიდხანს დაამახსოვრდება“, – წერს ლიეტუვის საგარეო უწყება X-ზე. ცნობისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვა გამოცხადდა. Source