საპატრიარქოში გამართულ ბრიფინგზე, საზოგადოებას ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ სინოდის განჩინება გააცნო. განჩინებაში წმინდა სინოდი მიმართავს საზოგადოებას, რომ პატრიარქისადმი სიყვარული უნდა გამოვლინდეს მისი მრავალწლიანი შეგონების აღსრულებაში – ცოდვების აღიარებაში, ურთიერთმიტევებასა და შერიგებაში. „საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის მიმართვა სრულიად საქართველოს: ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ მცხოვრებნო ჩვენო თანამემამულენო, გისამძიმრებთ უწმინდესის და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა […] Source