საპატრიარქოში შეკრებილმა სინოდმა სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრედ დაამტკიცა. შიო მუჯირი პატრიარქმა თანამესაყდრედ 2017 წლის 23 ნოემბერს დაასახელა. "წმინდა სინოდის სხდომაზე საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ საკითხი დააყენა ეკლესიის მართვა-გამგეობასთან დაკავშირებით, მომავალი პატრიარქის არჩევამდე. აზრი გამოთქვა უხუცესმა მღვდელმთავარმა, მიტროპოლიტმა ანანია ჯაფარიძემ და კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსმა ...