ერაყის ენერგეტიკის სამინისტროს ცნობით, რეგიონში განვითარებული მოვლენების შედეგების გამო, ირანული გაზის მიწოდება ერაყში მთლიანად შეჩერდა. „რეგიონში განვითარებული მოვლენების შედეგების გამო, ირანული გაზის მიწოდება ერაყში მთლიანად შეწყდა“, – განუცხადა სამინისტროს წარმომადგენელმა, აჰმედ მუსამ ერაყის საინფორმაციო სააგენტოს. ცნობისთვის, ერაყი თავისი გაზისა და ელექტროენერგიის საჭიროებების მესამედზე მეტს ირანიდან იმპორტის სახით იღებს. Source