ალეკო ელისაშვილის ადვოკატი: ფაქტია, რომ „ქართული ოცნება“ არაერთი განცხადებით, სასამართლოზე აგრძელებს წნეხს

„ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის ადვოკატმა გიორგი რეხვიაშვილმა სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“, გასული კვირის არაერთი განცხადებით, სასამართლოზე აგრძელებს წნეხს. მისი თქმით, ამის ნათელი მაგალითიცაა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის, ორი დღის წინ ელისაშვილის ბრალთან დაკავშირებით ხელახლა გაკეთებული განცხადება, რაც წარმოადგენს განგრძობად ზეწოლას სასამართლოზე და ადასტურებს ხელისუფლების მხრიდან ალეკო ელისაშვილის პოლიტიკური […] Source