საუკუნო და უკვდავი იყოს ნეტარი პატრიარქის, ჩვენი ძმისა და თანამოძღვრის, ილია II-ის ხსოვნა, – ამის შესახებ მსოფლიო პატრიარქის ყოვლადუწმიდესი ბართლომეს განცხადებაშია ნათქვამი. მსოფლიო პატრიარქის განცხადებით, ილია მეორის პატრიარქობის პერიოდში განმტკიცდა საქართველოს ეკლესიის ურთიერთობა კონსტანტინოპოლის ეკლესიასთან. “საქართველოს უწმინდესი ეკლესიის დაუვიწყარი წინამძღოლის, მისი უწმინდესობის ილია II-ის გარდაცვალების გამო გამოვხატავთ ჩვენს ღრმა სამძიმარს – საქართველოს ღვთისმოსავი ხალხისა და მეგობარი ქვეყნის მამობრივი სიყვარულის, […]