ალექსანდრ დუგინი: ამ უხილავმა ძაფმა სამუდამოდ დააკავშირა ილია II რუსეთთან

საქართველოსთვის ის იყო ნამდვილი მამა. ყველაზე არეულ დროშიც კი მისი ავტორიტეტი რჩებოდა აბსოლუტური და უპირობო, რაც ხალხს უფსკრულისგან იცავდა. ჩვენ არასოდეს დავივიწყებთ, რომ მომავალი სრულიად საქართველოს პატრიარქის სულიერი ჩამოყალიბება რუსეთის გულში მიმდინარეობდა – ის იყო მოსკოვის სასულიერო სასწავლებლების კურსდამთავრებული, მრავალი წელი გაატარა წმინდა სამების სერგის ლავრის კედლებში. ამ უხილავმა ძაფმა სამუდამოდ დააკავშირა ილია II რუსეთთან. […]