ამერიკელი სენატორები და კონგრესმენები ეუთოს წევრი ქვეყნების მიერ მომზადებულ მოსკოვის მექანიზმის ანგარიშს განცხადებით ეხმაურებიან და მოუწოდებენ აშშ-ის ოფიციალურ პირებს, შეუერთდნენ ევროპელ პარტნიორებს, გამოიყენონ სანქციები და სხვა ხელმისაწვდომი ინსტრუმენტები იმისათვის, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გაითვალისწინოს ამ ანგარიშში მოცემული რეკომენდაციები. "მოსკოვის მექანიზმი ეუთოს მონაწილე სახელმწიფოებს საშუალებას აძლევს, შექმნან მოკლევადიანი ფაქტების დამდგენი მისიები სხვა წევრ ...