არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი – 22 მარტს მთავარი წირვა, სავარაუდოდ, სამებაში შესრულდება, ასევე წესის აგებაც და ამის შემდეგ მოხდება უწმინდესის სიონის საპატრიარქო ტაძარში გადასვენება და დაკრძალვა

22 მარტს, სავარაუდოდ, მთავარი წირვა აქ შესრულდება, წესის აგებაც აქ შესრულდება და ამის შემდეგ მოხდება უწმინდესის სიონის საპატრიარქო ტაძარში გადასვენება და დაკრძალვა,- ამის შესახებ სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურმა არქიმანდრიტმა იოვანე მჭედლიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, დაკრძალვამდე მრევლს 24 საათის განმავლობაში ექნება სამებაში მისვლისა და უწმინდესთან მიახლების შესაძლებლობა. „კიდევ ერთხელ მინდა დიდი მწუხარება გამოვთქვა ჩვენი უწმინდესის გარდაცვალების გამო. […]