მარნეულის მუნიციპალიტეტი: “ნოვრუზ ბაირამთან“ და „რამაზან ბაირამთან“ დაკავშირებული ყველა ღონისძიება გაუქმებულია

მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობამ “ნოვრუზ ბაირამთან“ და „რამაზან ბაირამთან“ დაკავშირებული ყველა ღონისძიება გააუქმა. აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ილია მეორეს გარდაცვალების გამო მიიღეს. მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის გარდაცვალების გამო და გაცნობებთ, რომ „ნოვრუზ ბაირამთან“ და „რამაზან ბაირამთან“ დაკავშირებული ყველა ღონისძიება გაუქმებულია, – წერია მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. […]