გაირკვა, რომ ექვს წლამდე ავტომობილების განბაჟებაც ძვირდება. საგადასახადო კოდექსში დაგეგმილ ცვლილებას, რომლის საფუძველზეც მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის განაკვეთი იზრდება, პარლამენტის კომიტეტებმა მხარი დაუჭირა. განხილვა დაჩქარებული წესით მიმდინარეობს. აქციზის გაზრდას სფეროს სპეცილისტები ეწინაარმდეგებიან, რადგან, ფიქრობენ, რომ ეს ავტომობილების ბაზარს საბოლოოდ დაასამარებს. საგადასახადო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების მთავარი სიახლე არის ის, რომ აქციზის განაკვეთი 0-დან 6 წლის ჩათვლით ასაკის […]