მიხეილ სააკაშვილი: ვითხოვ, რომ პატრიარქის გასვენებაში მიმიყვანონ

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორეს გასვენებაში მისვლის ნებართვას ითხოვს. “ვთხოვე ჩემს ადვოკატს განცხადების დაწერა და ვითხოვ, რომ პატრიარქის გასვენებაში მიმიყვანონ, როგორც მისი მეგობარი, საქართველოს მესამე პრეზიდენტი”,_ წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში. ინფორმაციისთვის, ილია მეორეს 22 მარტს დაკრძალავენ. Source