ჰელსინკის კომისია საქართველოზე მოსკოვის მექანიზმის ანგარიშს ეხმაურება და სანქციების გამოყენებაზე საუბრობს

ჰელსინკის კომისიის ორპარტიული ხელმძღვანელობა განცხადებით ეხმაურება ეუთოს მოსკოვის მექანიზმის მიერ საქართველოზე მომზადებულ კრიტიკულ ანგარიშს. „ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ანგარიში ნათელია: „ქართული ოცნება“ ქართველ ხალხს რთულად მოპოვებულ თავისუფლებას ართმევს და ქვეყანას იზოლირებულ, ავტორიტარულ სახელმწიფოდ აქცევს. მოვუწოდებთ აშშ-ის ოფიციალურ პირებს, ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ერთად გამოიყენონ სანქციები და სხვა არსებული ინსტრუმენტები, რათა მოსთხოვონ საქართველოს ხელისუფლებას, გაითვალისწინოს ამ ანგარიშში მოცემული რეკომენდაციები. ჩვენ უნდა […]