ანზორ ჩუბინიძე მიხეილ სააკაშვილის მოთხოვნაზე – უსაფრთხოების უზრუნველყოფა შესაძლებელია, თუმცა არ დავუჭერდი მხარს

„უსაფრთხოების უზრუნველყოფა შესაძლებელია. უსაფრთხოების დაცვა შესაძლებელი იქნება, თუმცა პირადად არ დავუჭერდი მხარს. მასებთან შესაძლებელია რაღაც აღელვება მოჰყოლოდა ამ ყველაფერს“,- აღნიშნული განცხადება  სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსმა ანზორ ჩუბინიძემ ტვ პირველთან გააკეთა. ცნობისთვის, პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ითხოვს, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის დაკრძალვაზე მიიყვანონ. Source