ალექსანდრე ლუკაშენკო მინსკში დონალდ ტრამპის წარმომადგენელს შეხვდა, – ინფორმაციას ბელარუსის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ბელტა“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ მოლაპარაკებები აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენელთან, ჯონ კოულთან გამართა. ლუკაშენკომ შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, რომ კოულთან ორმხრივი ურთიერთობების საკითხებს განიხილავდა. „ორმხრივ საკითხებს განვიხილავთ, საელჩოების ნორმალური მუშაობიდან დაწყებული ე.წ პოლიტპატიმრების გათავისუფლებით დამთავრებული. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთან მსგავსი სასამართლო მუხლები არ […]