WP: რუბიოს და ჰეგსეთის საცხოვრებელი ბაზის თავზე დრონები შეინიშნა

The Washington Post-ის ინფორმაციით, ვაშინგტონის ფორტ ლესლი ჯეი მაკნეირის ტერიტორიის თავზე, სადაც აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და ომის მინისტრი პიტ ჰეგსეთი ცხოვრობენ, ამოუცნობი დრონები შეინიშნა. გამოცემის წყაროების თანახმად, უსაფრთხოების ზომები გამკაცრდა და აშშ-ს სამხედროები ახლოდან აკვირდებიან შესაძლო საფრთხეებს. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის გამო, აშშ-ს მაღალჩინოსნები განიხილავენ რუბიოს და ჰეგსეთის სხვა ბაზაზე გადაყვანას. Source