პატრიარქის ნათლულები მსვლელობას მართავენ

პატრიარქის ნათლულები ილია მეორის ხსოვნის პატივსაცემად მსვლელობას მართავენ. ნათლულები და მათი ოჯახის წევრები ავლაბრის მეტროსადგურთან შეიკრიბნენ, საიდანაც სამების საკათედრო ტაძარში გადაინაცვლებენ. საყოველთაო ნათლობის იდეა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ეკუთვნის. ილია მეორის ნათლულები ჯვარდაწერილი წყვილების მესამე და შემდეგი შვილები არიან. პირველი საყოველთაო ნათლობა 2008 წელს გაიმართა. Source