ლიტერატურათმცოდნე, ისტორიკოსი, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის თანადამაარსებელი, ლაშა ბაქრაძე: დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია. სინდისის პატიმრების გასანთავისუფლებლად, დემონსტრანტების ადმინისტრაციული თუ სისხლის სამართლით დევნის შესაწყვეტად, შესანიშნავი შანსი ეძლევა ქართულ ოცნებას. თუ მართლა გლოვობენ – ბარემ სიკეთეც ჩაიდინონ. ეს იქნებოდა გარდაცვლილი პატრიარქისადმი ჭეშმარიტი პატივის მიგება.