ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ 250 პოლიტპატიმარი შეიწყალა. აღნიშნული გადაწყვეტილება მან ამერიკული დელეგაციის ვიზიტის შემდეგ მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას ბელარუსული სახელმწიფო მედია პრეზიდენტის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. ინფორმაციის თანახმად, ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ “ჰუმანიზმის პრინციპიდან გამომდინარე” 250 პოლიტპატიმარი გაათავისუფლა. აქამდე ბელარუსულ ოპოზიციურ მედიაში ინფორმაცია გავრცელდა, რომ გათავისუფლებულებიდან 15-20 ადამიანი შეიძლება ვილნიუსში გადაიყვანონ, ხოლო დანარჩენებს ბელარუსში დარჩენის უფლება […] Source