აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო სამძიმარს უცხადებს ქართველ ხალხს ილია მეორის გარდაცვალების გამო. „ჩვენ ვგლოვობთ უწმინდესის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალებას და გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ საქართველოს მოსახლეობას, ისევე როგორც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ყველა მორწმუნეს. მისი სულიერი წინამძღოლობა და წარუშლელი მემკვიდრეობა მომავალ თაობებს ემახსოვრებათ. მშვიდობით განისვენოს”, – ნათქვამია რუბიოს განცხადებაში. პატრიარქის დაკრძალვა კვირას, 22 მარტს გაიმართება. […] The post მარკო რუბიო სამძიმარს უცხადებს ქართველ ხალხს ილია მეორის გარდაცვალების გამო appeared first on Netgazeti .