საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი მარკო რუბიოს სამძიმრის წერილს ავრცელებს. “ვგლოვობთ მისი უწმინდესობის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის გარდაცვალებას და საქართველოს მოსახლეობას, ისევე როგორც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ყველა მორწმუნეს, გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ. მისი სულიერი ლიდერობასა და ურყევი მემკვიდრეობა მომავალ თაობებს ემახსოვრებათ. დაე, მშვიდად განისვენოს მან.” – წერს რუბიო განცხადებაში. Source