ილია II-ის დაკრძალვაზე რუსეთის ეკლესიას ბელორუსის საპატრიარქო ეგზარქოსი ბენიამინი წარმოადგენს

რუსული სააგენტო "სპუტნიკის" ცნობით, სრულიად საქართველოს პატრიარქ ილია II-ის დაკრძალვაზე, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილის სახელით, რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიას სრულიად ბელორუსის საპატრიარქო ეგზარქოსი მიტროპოლიტი ბენიამინი (ტუპეკო), წარმოადგენს. პატრიარქის დაკრძალვაზე ბელორუსი ეგზარქოსის ჩამოსვლა "პუბლიკას" საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში დაუდასტურეს. მათვე ცნობით, მიტროპოლიტმა ბენიამინმა, სამძიმარი გამოთქვა ილია II-ის გარდაცვალების გამო. "ბელორუსის მართლმადიდებელმა მორწმუნეებმა ღრმა მწუხარებით ...