საქართველოს მასშტაბით ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერში, 21 და 22 მარტს, 12:00 საათზე სამგლოვიარო ზარებს დარეკავენ. ამის შესახებ განცხადება საქართველოს საპატრიარქომ გაავრცელა. საპატრიარქოს ინფორმაციით, სამგლოვიარო ზარი ეკლესია-მონასტრებში პატრიარქის დაკრძალვის დღის – 22 მარტის ჩათვლით დაირეკება. ცნობისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 93 წლის ასაკში 17 მარტს გარდაიცვალა. ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვა გამოცხადდა. […] Source