რუსეთის მთავრობა დუმას წარუდგენს კანონპროექტს, რომელიც შეიარაღებული ძალების საზღვარგარეთ გამოყენების უფლებას იძლევა რუსეთის იმ “მოქალაქეების დასაცავად, რომლებსაც უცხოური სასამართლოები დევნიან”. კანონპროექტის ინიციატორი თავდაცვის სამინისტროა. განმარტებითი ბარათის თანახმად, კანონპროექტი შეიქმნა იმ რუსების უფლებების დასაცავად, რომლებსაც დაკავება ან სისხლის სამართლებრივი დევნა ემუქრებათ უცხო ქვეყნების ან ისეთი საერთაშორისო სასამართლოების გადაწყვეტილებით, რომელთა კომპეტენციასაც რუსეთი არ აღიარებს. ეს ნიშნავს, რომ […]