კონფლიქტის მიმდინარეობისას ჰორმუზის სრუტეში მისიის გაგზავნის საკითხი არ განიხილება,_ ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა. მისი თქმითვე, ევროკავშირის ქვეყნები პირდაპირ არ არიან ჩართულნი ამ კონფლიქტში, მაგრამ ცდილობენ დეესკალაციის შესაძლო დიპლომატიური გზების პოვნას. გერმანული გამოცემა „შპიგელის“ ინფორმაციით, ჰორმუზის სრუტეში გადაზიდვების შეფერხების შედეგად ევროკავშირის ქვეყნებს შორის ყველაზე მეტად იტალია დაზარალდა. Source