კრემლის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთი არ გეგმავს მონაწილეობის მიღებას უკრაინასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის მოლაპარაკებებში, რომელიც 21 მარტს შეერთებულ შტატებში გაიმართება. „ეს პაუზა ვიმედოვნებთ, რომ დროებითია. ვგულისხმობ სამმხრივი ფორმატის გაგრძელებას. ვიმედოვნებთ, რომ მალე შევძლებთ ამ მოლაპარაკებების განახლებას“, – აცხადებს დიმიტრი პესკოვი. Source